saqarTvelos myinvarebi - labodis myinvari

ტერიტორიული ერთეული ონის მუნიციპალიტეტი
ქედი რაჭის კავკასიონი
კოორდინატები 42°52`39` ჩ. გ. 43°28`15` ა. გ.
სიგრძე 2.7 კმ
ფართობი 2.0 კმ²
ტიპი ხეობური

 

ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე რიონის მარცხენა შენაკადის - ზოფხიტურის სათავეში. ლაბოდის მყინვარის სიგრძეა 2,7 კმ, ფართობი 2,0 კმ².

მყინვარის ექსპოზიცია სამხრეთ-დასავლეთისაა. ნაწილი დაფარულია მორენებით. მყინვარის მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 4000 მ. ფირნის ხაზისა 3220 მ, მყინვარის ენა ეშვება 2420 მ-ზე. მისასვლელი გზა სოფელ ღებიდან.

მყინვარები ლაბოდა და ზოფხიტო 1955 წლამდე შეერთებული იყო და ერთი ენით მთავრდებოდა, ამიტომაცაა, რომ მყინვარი ლაბოდა ადრეულ მკვლევართა ნაშრომებში ცალკე არ არის განხილული. 1958 წლის აეროფოტოსურათებზე ისინი უკვე დამოუკიდებელ მყინვარებს წარმოადგენდნენ. მყინვარების ენები დღეს ერთმანეთისაგან დაახლოებით 1100 მეტრით არის დაცილებული. მათ შორის მდებარე არე კი მძლავრი ფლუვიოგლაციალური ნაფენებით არის ამოვსებული.